პრეზიდენტი "ელჩების კონფერენციას" არ დაესწრო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გამართულ ყოველწლიურ "ელჩების კონფერენციას" არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის მიწვეულ სტუმრებს შორის იყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო ღონისძიებას, პროტოკოლის წესების დარღვევა იყო. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაზუსტებას და საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღებას.
დღეს, 26 დეკემბერს თბილისში "ელჩების კონფერენცია 2022" გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნებში საქართველო ელჩებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32193773.html
Source: radiotavisupleba.ge