რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჯანდაცვის სამინისტრო covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებმაუნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: ➤ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება; ➤ სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; ➤ სტუმრის გასვლის შემდგომ პროცედურის დაცვა: დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება; ➤ დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება: დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნიანი წყლით 20 წამის განმავლობაში, ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცვლელი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება; ხელების დაბანა საპნითა და წყლით უპირატესია; ➤ ხშირად შეხებადიდა დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია; ➤ რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით; ➤ ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარით; ➤ გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში. მათი იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცვლელია. ➤ თეთრეულის რეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით, სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით; ➤ მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად მშრალი დაგვის და მტვრის გადაწმენდის ნაცვლად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია; ➤​ ​სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა. რეკომენდაციები სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.