რახან მინისტრია მძღოლს ვერ გადასდებს ვირუსს? - დოლიძე ტიკარაძეზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141874
რახან მინისტრია მძღოლს ვერ გადასდებს ვირუსს? - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომრავლებულ კრიმინალურ ფაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია.
„ეს კადრები ძალიან მძიმე საყურებელია და აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი. თუ ეს ადამიანი შერაცხადია და ამას იმედია, სასამართლო დაადასტურებს. ასეთ შემთხვევაში, მას აქვს განცდა, რომ ხელშეუხებელია და არ არსებობს ძალა, რომელიც პასუხს აგებინებს ძალიან მძიმე დანაშაულისთვის. ეს დაუსჯელობის სინდრომი დაკავშირებულია იმ ძალიან სამწუხარო ფაქტთან, რომელიც ვაჟა ფშაველაზე მოხდა.
ეს დაუსჯელობის სინდრომი დაკავშირებულია ეკატირენე ტიკარაძის ქმედებასთან, რომელიც თითქოს ეპიზოდური ფაქტია - ჩვენ ცხვრებით ვართ, რომ მანქანებით არ დავდივართ და წინ არ ვსხდებით? ტიკარაძემ თუ თავის მძღოლს დაავადება გადასდო, ძალიან მძიმე დანაშაულია ესეც. ტიკარაძე მედიის წინ თავხედურად ჯდება წინ. მერე ჩვენს კრიტიკაზე ჯანდაცვის სამინისტრო გვპასუხობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. რახან მინისტრია მძღოლს ვერ გადასდებს ვირუსს?“, - აცხადებს დოლიძე.