მთავრობამ სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა

Tbilisi Daily

მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა. ამის შესახებ აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს. კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს: სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია; შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია; უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით; ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს; ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.