„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

Tbilisi Daily

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის ზურაბ ჯინჯოლავა იბრძოლებს, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში - გოჩა ბახია. დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის აღორძინება, იაფი მედიკამენტები და საბანკო მევახშეობის აკრძალვაა. „ჩვენს პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამა, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინებასთან, იაფ მედიკამენტებსა და საბანკო მევახშეობის აკრძალვასთან. ხაზარაძეც კი ითხოვს მევახშეობის აკრძალვას, მაგრამ ჩვენ ამას ვითხოვთ უკვე წლების მანძილზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან დავიწყებთ შემობრუნებას და აი ამ ძალიან დიდი სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც 1992 წლის 6 იანვრიდან არის საქართველოში",- განაცხადა კახა კუკავამ.