"ეს არ არის არც საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა, არც ჩაკეტვა და არც იზოლირება" - "ლე მერიდიანი" 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'მოეწყობა მაღალი კლასის პლაჟი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის'- განაცხადა კომპანია 'ლე მერიდიანის'' დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა. ​მისივე თქმით, საუბარი არ არის ტერიტორიის ჩაკეტვასა და იზოლაციაზე. ქალაქის მუნიციპალიტეტის დაკვეთით,გენგეგმის ჯგუფმა განსაზღვრა, სად განლაგებულიყო საშხაპეები, შეზლონგები,მსუბუქი ტიპის პლაჟები, კაფე თუ დროებითი კონსტრუქციები. 'ეს არ არის არც საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა, არც რაიმეს ჩაკეტვაანიზოლირება' - აცხადებსმალხაზ კუნელაური. ​სასტუმრო'ლე მერიდიანის' მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს.