ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში - დღის მონაცემები
Zugdidi Daily
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, ვირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 46817, გამოჯანმრთელებულია - 31170, მათ შორის გარდაცვლილია - 381,კარანტინის რეჟიმში რჩება - 3080, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2428,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სამეგრელო #კორონავირუსი #ზუგდიდი #zugdididaily