გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

Tbilisi Daily

მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მონობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმია მიძღვნილი. „ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე ფორმებში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას.“, - აღნიშნულია განცხადებაში. გაეროს მონაცემებით, მონობაში მყოფთა 71 პროცენტს ქალები შეადგენენ.