ზუგდიდში, ეკლესიის მესანთლეს COVID-19 დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

ზუგდიდში ეკლესიის მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული 72 წლის ქალი, თბილისში იმყოფებოდა, რის შემდეგაც, დაახლოებით ორი კვირაა ტაძარში არ გამოჩენილა. ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე მისი 25 კონტაქტი მოიძიეს. რაც შეეხება ოქროს ბირჟაზე მომუშავე მამაკაცს, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებსაც იკვლევენ, თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.