თბილისში კორონავირუსის 250-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში 16 605 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 3,51 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 243,
აჭარა - 34,
იმერეთი - 98,
ქვემო ქართლი - 46,
შიდა ქართლი - 31,
გურია - 10,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 58,
კახეთი - 48,
მცხეთა-მთიანეთი - 2,
სამცხე-ჯავახეთი - 9,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 3,51%;
ბოლო 7 დღის - 3,79%;
ბოლო 14 დღის - 4,41%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი. ამავდროულად, 671-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 260 480 შემთხვევა. მათგან 251 748 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3240 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31085440.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები