სვანეთში გაუჩინარებულ არასრულწლოვანს ეძებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
18 ივლისს შემდეგ, მესტიის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებულ ილია ფილფანს ეძებენ. 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით წავიდადა უკვე ერთი კვირაა არანაირიკვალი, მოწმე ან თვითმხილველი არ არსებობს. სამძებრო სამუშაოებში 50 -მდე სამაშველო ბრიგადაა ჩართული. ეძებენსპეც.ტექნიკის, დრონისა და ვერტმფრენის საშუალებით. არასრულწლოვნისსამძებრო სამუშაოები მესტიის გარდა, ანაკლია-განმუხურის, ურეკისა და ქობულეთის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს.
ილია ფილფანის დედა ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილოა.