კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყება - თურნავა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება.
ნათია თურნავასთქმით, ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, ხოლო კომპანია ქართველ დირექტორს დანიშნავს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელზეც არაერთი კვლევა ჩატარებულა. ნათია თურნავას თქმით, დამოუკიდებელ ექსპერტებს სახელმწიფო დაიქირავებს და არა კომპანია.
„კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას.
სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი.მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, თუმცა კომპანია გააგრძელებს გზის სამუშაოებს.
შეიქმნება5 მილიონ ლარიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარების.
ასევე შევთანხმდით, რომ კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს,რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტჩართულობაა და მოსახლეობასთან მეტ კომუნიკაციას“,- აღნიშნა თურნავამ.