სოხუმის ადმინისტრაციის ახალი უფროსი

Sokhumi Daily

სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ თურმანიძე დაინიშნა სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესლან ეშბამ გუნდს - ადმინისტრაციის ახალი მოადგილე ავთანდილ თურმანიძე წარუდგინა. "ეს არის კომუნალური სექტორის გამოცდილების მქონე ადამიანი, ღირსეული პიროვნება. იმედი მაქვს, რომ გვექნება კარგად კოორდინირებული, ეფექტური მუშაობა. წინ არის გარკვეული რეფორმები. სულ მალე, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გაგაცნობთ თუ ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი", - თქვა ბესლან ეშბამ. ავთანდილ თურმანიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. "თუ ყველა სტრუქტურა შეუფერხებლად იმუშავებს, ქალაქისთვის ეს სასარგებლო იქნება, სოხუმი კომფორტული უნდა იყოს მაცხოვრებლებისთვის. იმედი მაქვს, რომ გავამართლებ თქვენს ნდობას.”- თქვა მან. ავთანდილ თურმანიძე დაიბადა 1967 წლის 11 ნოემბერს. 1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1999 წელს დაამთავრა ბაშკირის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. #სოხუმი #აფხაზეთი #ადმინისტრაცია #SokhumiDaily