Covid -19 -ით დაინფიცირებული 55 წლის მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა

Marneuli Daily

Covid -19 -ით დაინფიცირებული 55 წლის მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა. ის მარნეულის სოფელ კირეჩ- მუღანლოს მცხოვრებია. მისი ანალიზების პასუხები უარყოფითია. პაციენტი ექიმის ბოლო გამოკვლევის შემდეგ სახლში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოთავსებულ ქალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. 6 აპრილს მას კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. 55 წლის ქალს 47 კონტაქტი დაუდგინდა. 20 აპრილს მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ და მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდნენ თვითიზოლაციისგან. მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. წყარო : რადიო მარნეული #კორონოვირუსი #მარნეული# MarneuliDaily