სამი მაღალჩინოსნის საიდუმლო ფაილი - დავით ქაშიაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

Pirveliradio Ge

„შაბათის ფორმულას“ წამყვანი, დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ის, დღეს, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა. ტელეწამყვანის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი 1 აგვისტოს, გადაცემაში გასული ინფორმაცია გახდა. "დამიკავშირდნენ შსს-დან, დამიბარეს გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, ვაპირებ მისვლას. თემა მითხრეს რაზეც დაბარებული ვიყავი. მივალ და ის რაც უკვე საზოგადოებამ იხილა შაბათის ფორმულაში, კიდევ ერთხელ მოვუყვები პოლიციას," - თქვა დავით ქაშიაშვილმა. „შაბათის ფორმულამ“ საგამოძიებო ორგანოდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, საიდუმლო ფაილები გახსნა; საუბარია 3 ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატებზე.