ბრიტანეთის პრემიერი ხანმოკლე კარანტინს არ გამორიცხავს

Tbilisi Daily

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ინგლისის მასშტაბით ხანმოკლე კარანტინის დაწესების წინააღმდეგია, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში არაფერს გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს კვლავ გაამკაცრა. ბორის ჯონსონმა სამდონიანი შეზღუდვების სისტემის დაწესება გამოაცხადა. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ კარანტინის ლოკალურ დონეზე დაწესების სტრატეგიის მომხრეა. „ახლა ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ეროვნული კარანტინის უბედურება. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას და ვირუსთან ბრძოლაში არაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარანტინის დაწესებას ადგილობრივ, რეგიონალურ დონეზე ვაპირებთ“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. მანამდე ოპოზიციური „ლეიბორისტური“ პარტიის ლიდერმა მთავრობას 2-3 კვირით კარანტინის გამოცხადების თხოვნით მიმართა.