,,რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?! სადამდე უნდა დამძიმდეს სიტუაცია?!.."
Kutaisi Daily
ექიმი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
,,რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?! სადამდე უნდა დამძიმდეს სიტუაცია?! კლინიკაში ადგილები არაა და ხალხი თავისით ვერ ხვდება ნიღბის აუცილებლობას. მთავრობა მაინც მიხვდეს, რომ წინ კატასტროფა გველის, თუ არ გაწყდა გადაცემათა ჯაჭვი 2 კვირიანი საყოველთაო კარანტინით...
რა ეკონომიკა, თითიდან გამოწოვილი სტანდარტები და წინასააეჩევნო მასკარადი, ყოველდღე ათეულობით თანამოქალაქე გვიკვდება, ვერ ავუდივართ პაციენტთა რაოდენობას. ვისთვის გავაკეთო არჩევანი, თუ ჩემი ხალხი დაავადმყოფდა. მე ვემიჯნები ყოველგვარ წერტილოვან შეზღუდვებს და ვითხოვ, როგორც ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი (მაქვს ეს განათლებაც) დაწესდეს რამდენიმე კვირიანი მასიური შეზღუდვები, როგორც გაზაფხულზე. ეპიდემია დაწევს სიჩქარეს, მანამდე ვაქცინაც მოუსწრებს ხალხს..."
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily