,,მათ ბაზრობაზე მაღაზია აქვთ და წინა დღესაც მუშაობდნენ"
Batumi Daily
7 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ბათუმში კოვიდინფექცია დაუდასტურდა პირს, რომელიც ''ხოფის ბაზრობაზე'' მუშაობდა.
''სავაჭრო ცენტრ 2009'' დირექტორის ინფორმაციით, კი ა გუშინაც მუშაობდნენ.
ინფიცირებულია მამა და შვილი. მათ ბაზრობაზე მაღაზია აქვთ და წინა დღესაც მუშაობდნენ.
ზვიად მელიქაძის თქმით, ხვალ 30 მოიჯარეს, რომლებსაც მაღაზიები ინფიცირებული პირების ობიექტის გვერდით ჰქონდათ, ტესტირება ჩაუტარდებათ.
დღეს ხოფის ბაზრობა დაკეტილია და გეგმიური დეზინფექცია ტარდება. მოვაჭრეები მაღაზიებს არც ხვალ გახსნიან.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებული მოქალაქე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია.
ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#დღისსიახლეები
#ხოფა
#ხოფისბაზრობა
#კორონავირუსი
#batumidaily
წყარო - adjaratv.ge
#ახალიამბები