ხანძარმა ვარკეთილის ბაზრობა თითქმის მთლიანად გაანადგურა
Tbilisi Daily
ხანძარმა ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი გაანადგურა. დამწვარია სავაჭრო დახლები, ჯიხურები, მაღაზიები, საოფისე ფართები.
ბაზრობის ტერიტორიიდან ცეცხლი მიმდებარე ქუჩაზე მაღაზიებზეც გავრცელდა.
საქონლის გამოტანა ტერიტორიიდან მხოლოდ მოვაჭრეების მცირე ნაწილმა მოასწრო.
თვითმხილველები ყვებიან რომ ცეცხლი თავდაპირველად სასაწყობე ჯიხურებს გაუჩნდა და ბაზრის ტერიტორიას სწრაფად მოედო.
ხანძარს 130 მეხანძერ და 25 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. მათ ცეცხლის კერების ლოკალიზებისთვის თითქმის სამი საათი დასჭირდათ. სიტუაციას ართულებდა ძლიერი დაკვამლიანებდა. საფრთხეს ზრდიდა ისიც, რომ ცეცხლის ძლიერი კერები ახლოს იყო საცხოვრებელ კორპუსთან და ასევე, ბენზოგასამართ სადგურთან, რაც აფეთქების საშიშროებას ზრდიდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ექსპერტები და კრიმინალისტები ბაზრობის ტერიტორიაზე დილიდან დაიწყებენ მუშაობას. მანამდე კი გავრცელდა რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. მეორეს თანახმად მიზეზი ავტომობილი გახდა, რომელსაც ცეცხლი მოედო.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით სხვისი ქონების დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.