ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა – სალომე სამადაშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სალომე სამადაშვილი საპატიმროში მყოფ ნიკა მელიას შეხვდა. ციხის დატოვების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მისი მთავარი გზავნილი კი არისშენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა.
დეპუტატის განმარტებით, ამისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს.
''მთავარია ერთი პატიმარი გათავისუფლდა და მალე მეორესაც გავათავისუფლებთ. ვისაუბრეთროგორ შეიძლებაშეთანხმების გამოყენება ყველაზე პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.იმედი მაქვსრომ ძალიანმალენიკაც თავისუფალი იქნება.
ვისაუბრეთ მოვლენების სხვადასხვა შესაძლო განვითარებაზე და დაველოდოთ რა მოხდება.ნიკას მთავარი გზავნილია შენარჩუნდეს ოპოზიციის ერთიანობა.მას მიაჩნია, რომ ჩვენ სწრაფად უნდა დავძლიოთ უთანხმოება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დავიწყოთ'' - განაცხადა სამადაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ აქვს ნიკა მელიასპოლიტიკური წყენა თანაგუნდელის მიმართ, სამადაშვილი ამბობს, რომნიკამ კარგად იცის, გადაწყვეტილების მიღების მოტივი.