ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
სალომე ზურაბიშვილმა ბრძანება დღეს, 8 დეკემბერს გამოსცა.
საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება.
ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერსგამოაქვეყნა.