პოლონეთში კორონავირუსი ჯამში 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140260 პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2000-ს გადაცდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაავადების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ერთ დღეში დაღუპულთა რიცხვია - 9. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ შვიდი ადამიანი, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ შემთხვევების უმეტესობა ბოლო კვირაში გამოვლინდა. შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.