რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139180 რუსთავში დღეიდან კერძო სამარშრუტო ტაქსები მთლიანად გაჩერდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. ამასთან, ნაწილობრივ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსთავი-თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით 11 ხაზიდან მხოლოდ ხუთი იმოძრავებს. მიკროავტობუსების მომსახურება დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც დროებით ჩერდება.