ანტისაოკუპაციო აქცია ფახულანში.
Zugdidi Daily
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართა.
სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი, ბაჩანა ქანთარია ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს :
„ეს ჩვენი თავისუფლების საზიანოდ გავლებული მავთულხლართია და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ მოვშალოთ ეს მავთულხლართები მშვიდობიანად. ამისთვის ჩვენი სამოქალაქო აქტივიზმი აუცილებელია და დღეს აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ აფხაზეთის მიმართულებით გააქტიურდა ოკუპანტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ტაქტიკა შეიცვალა და ისინი გადმოერთნენ უკვე აფხაზეთის მიმართულებით და უკვე სამეგრელოს ტერიტორიებიც მიაქვთ უკანონოდ. მე ამას ვუკავშირებ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს. ალბათ ექსპერტები უკეთ ახსნიან რომ ეს გააქტიურება ბორდერიზაციის კუთხით დაკავშირებულია აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებთან, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაცია შეწყდეს და აუცილებლად დავბრენდეთ სოხუმში.“
20 მაისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედროებმა მავთულხლართების განახლება ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს.
#წალენჯიხა #ფახულანი #საოკუპაციოხაზი #სამოქალაქომოძრაობა #რუსეთი #ოკუპირებულიაფხაზეთი #სამეხდროები #zugdididaily