ბათუმში COVID-19-ით გარდაიცვალა 100 წლის კაცი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 100 წლის მამაკაცი, COVID-19-ის დიაგნოზით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობის და მწვავე პნევმონიის გარდა, მენჯ-ბარძყის მოტეხილობა ჰქონდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა 32 წლის ქალი, რომელმაც კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს რამდენიმე მძიმე თანმდევი დაავადებაც ჰქონდა.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის კოვიდ-კლინიკებში 10 პაციენტი გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30945873.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)