რატომ შემცირდა ვირუსებით დაინფიცირების შემთხვევები?

Batumi Daily

კორონავირუსის გარდა ბუნებრივია ზაფხულში აქტუალური ხდება სხვადახვა სეზონური ვირუსი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანილ პაციენტებს ჯერ პისიარ ტესტს უტარებენ და კორონავირუსის გამორიცხვის შემდეგ უკვე აქტუალურ ვირუსზე მკურნალობენ, თუმცა წელს მსგავსი ვირუსების რაოდენობა შემცირებულია. მედიკოსები ამას, ტურისტების საგრძნობ შემცირებას უკავშირებენ, ასე მაგალითად წინა წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით ნაწლავური ინფექციით დავირუსებულთა რაოდენობა განახევრებულია. ,,ვინაიდან სიცხით მიმდინარე ინფექციებია იძულებულები ვართ კოვიდზეც გავტესტოთ ამიტომ მათი შეჩერება ხდება სტაციონარში დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში და მერე იწერება. განსაკუთრებული მატება არ არის ,ალბათ იმიტომ რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და შეიძლება ამის გამოც, მაგრამ პაციენტების მომართვიანობა ძირითადად აი ამ სიმპტომებით ეს არის გულისრევა , ღებინება,დიარეა, სიცხე მათ შორის. ვუტარებთ შესაბამის მკურნალობას" - ჯემალ დუმბაძე ,ექიმი-ინფექციონისტი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #სიახლე #ვირუსი #კორონავირუსი #batumidaily წყარო - adjaratv.ge #ახალიამბები