სარკეში ჩაიხედეთ, თქვენ რას აკეთებთ რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ - კონდოლიზა რაისი

Pirveliradio Ge

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა CBS News-სთან ინტერვიუში ევროპის ქვეყნებს, სადაც რასიზმის წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მადლობა გადაუხადა, თუმცა, მათ ასევე "სარკეში ჩახედვისაკენ" მოუწოდა. "გთხოვთ, ჰკითხოთ საკუთარ თავებს, რას საქმიანობთ ევროპის ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში რასობრივ და ეთნიკურ უთანასწორობასთან დაკავშირებით? ამერიკა უკეთესი გახდა, რადგან ჩვენ ავირჩიეთ პრობლემებისთვის თვალის გასწორება. მასთან დაპირისპირება, ჩვენ ვებრძვით ჩვენს პრობლემებს, ახლაც ვუპირისპირდებით მას. მე ნამდვილად არ მჭირდება ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ლექციები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ, როდესაც მათ თავად გამოიყენეს საკუთარი ძალა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი მთავრობას აკრიტიკებდა", - ამბობს რაისი. რაისმა ასევე დაგმო რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პროპაგანდა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უკავშირდება. მისივე თქმით, ამერიკის ზოგიერთი მოწინააღმდეგე, რუსეთი, ირანი და ჩინეთი პროპაგანდად იყენებს ჯორჯ ფლოიდის შემთხვევას და იმას, რაც დღეს ამერიკის ქუჩებში ხდება. ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციელმა მოკლა. მომხდარმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. http://pirveliradio.ge/?newsid=145142