ბათუმში, კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, კლინიკა 'მედინაში' კორონავირუსით31 წლის ქალი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.სადაც დღეს გარდაიცვალა.
ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა,კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ მას ფილტვების მძიმე დაზიანება.
'პაციენტს ჰქონდა მძიმე ფილტვის დაზიანება ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო, ის იწვა ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსისდიაგნოზით და იქ მკურნალობდა. ჰქონდა გამოხატული სიმპტომები როგორცკლინიკურად ასევე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა არამარტო ორსულის არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე. 25 ში საღამოს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, იმ ღამესვე ჩატარდა საკეისრო, ამოყვანილი იქნა ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც უკვე გაეწერა სახლში. 27 ნოემბერს ბათუმის სამშობიარო სახლიდან პაციენტი, ჩვენთან მედინაშიგადმოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება - პნევმონია 23 ქულიანი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით. გუშინ ღამის 3 საათზე მოხდა ფილტვის არტერიის თრომბოებოლია, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია.
მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, მაგრამ ჰქონდა მძიმე ფილტვის დაზიანება, ფილტვის ქსოვილი ფაქტიურად აღარ ჰქონდა, ასე, რომ ამან გამოიწვია ძირითადაც მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება' - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.