ფლორენციაში ანტისაკარანტინო აქცია არეულობაში გადაიზარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფლორენციაში არეულობით და სულ მცირე 20 დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი კარანტინის საწინააღმდეგო აქცია. პოლიციამ დაკავება დაიწყო მას შემდგ, რაც 200-მდე დემონსტრანტი სამართალდამცველთა აკრძალვის მიუხედავად ცდილობდა ისტორიულ ცენტრ სინიორიზე გაემართათ მიტინგი. სხვა ქუჩებზე კი მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის. იუწყებიან, რომ დემონსტრანტების რიგებიდან ისროდნენ მოლოტოვის კოქტელიებს, ქვებს, ნაგვის ყუთებს, დააზიანეს სათვალთვალო კამერები. 30 ოქტობერს ანისაკარანტინო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაშ გადაიზარდა ასევე ბარსელონაში. იტალიასა და ესპანეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო შემოღებულია მკაცრი კარანტინი და მოქმედებს კომენდანტის საათი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30922987.html #ახალი_ამბები #twitter