ოკუპანტები ტყვედ ამყოფებენ მოსახლეობას და როცა ცუდად არიან ექიმთან არ უშვებენ - კაპანაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143824
ოკუპანტები ტყვედ ამყოფებენ მოსახლეობას და როცა ცუდად არიან ექიმთან არ უშვებენ - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ გააკეთა, რითაც სოფელ კარალეთთან 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
„ისინი პრაქტიკულად ტყვედ ამყოფებენ მოსახლეობას, მძევლები არიან მათი და როდესაც დაავადებულები არიან მათაც კი არ უშვებენ აქეთ. ეს იმსახურებს მძიმე საერთაშორისო შეფასებებს. ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რომ წნეხი გაიზარდოს რუსეთის ფედერაციაზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.