როგორ დაიწყო დაპირისპირება? – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება
Tbilisi Daily
„ქართული, მკვლელი მენტალიტეტი, ჩატეული ერთ „გოთვერნულ“ სიტყვა – „უბან“-ში. ხროვის განცდა. თუ ჩემი „უბნელი“ არ ხარ, ე.ი. უცხო ხარ, მიუღებელი ხარ… მტერი ხარ“, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ცალუღელაშვილი.
მისი ინფორმაციით, სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო დაპირისაპირება, რომელიც წინ უძღოდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას.
„შელაპარაკება მოყვა კითხვას, შენ რა უბნელი ხარო? როგორც მეუბნებიან, ნახალოვკელმა ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო… ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, – ყველა უცხოსო და შეიგინა.
ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა“, – წერს „ფეისბუქში“ ლევან ცალუღელაშვილი.