მასობრივი დაკავებები ბელარუსში

Interworld

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაღუპული მოქალაქეების ხსოვნასთან დაკავშირებით კვირას, ა.წ. 15 ნოემბერს ბელარუსში გამართულ დემონსტრაციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის უმრავლესობა დედაქალაქ მინსკში. დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეები აპირებდნენ აღედგინათ ა.წ. 12 აგვისტოს მიტინგზე დაღუპული ალექსანდრ ტარაიკოვსკის მემორიალი და შემდეგ გეგმავდნენ მინსკის ერთ-ერთი უბნისკენ მარშირებას, სადაც პატივი უნდა მიეგოთ ცემის შედეგად დაღუპული რომან ბონდარენკოს ხსოვნისთვის, მაგრამ უკვე მეტროსადგურ „პუშკინსკაიასთან“ აქტიურად დაიწყო მათი დაკავებები. თვითმხილველთა თქმით, მომიტინგეების დასაშლელად აქტიურად იქნა გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და ე.წ. მანათობელი ხელყუმბარები. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #mass #protest #interworld