ავღანეთში ტელევიზიის სამი თანაშრომელი ქალი მოკლეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში განხორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური წყაროების ცნობით, ორი ქალი Enikass TV-ის თანამშრომელი 2 მარტს ზარგარანის რაიონში დახოცეს. კიდევ ერთი თანამშორომელი ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქის სხვა რაიონში მოკლეს. Enikass TV-ის ხელმძღვანელობამ ფეისბუკის საშუალებით დაადასტურდა მის თანამშრომლების დახოცვა.
ამ თავდასხმაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.
ეს ბოლო ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა კერძო ტელეარხ Enikass T-ის ჟურნალისტებზე.
შარშან დეკემბერში ტელეარხის ჟურნალისტი, მალალა მაივანდი და მისი მძღოლი დაიღუპნენ ავღანეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
მალალა მაივანდი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ ტელევიზიაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31129736.html
#ახალი_ამბები
#twitter