განახლდება თუ არა საჯარო ტრანსპორტი მარნეულში ?

Marneuli Daily

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, 1-ლი ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია, მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, აგრეთვე, სასტუმროები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - ამის შესახებ განაცხადა გიორგი გახარიამ. მედიასთან საუბრისას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შპს „ავტოპარკის“ დირექტორი, გიგა ჯალაღონია შიშობს, რომ რეკომენდაციების დაცვა გაუჭირდებათ. არც იმაშია ბოლომდე დარწმუნებული განაახლებენ თუ არა მუშაობას 29 მაისს. „ჯერჯეობით არაფერია გადაწყვეტილი. ბევრი საკითხია ამასთან დაკავშირებით მოსაგვარებელი, მოგვიანებით გეტყვით კონკრეტულად. რეკომენდაციების გათვალისწინება რამდენად იქნება შესაძლებელი ჯერ ერთი ეგ არის პრობლემა. იცით, რომ ბლეთების სისტემა არ არსებობს ჩვენთან და მძღოლსა და მოქალაქეს შორის უშუალო ურთიერთობა მყარდება. ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ყოველშემთხვევაში ვეცდებით ავამუშაოთ ტრანსპორტი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვარ“ - თქვა გოგა ჯალაღონიამ. მან პანდემიის პრევენციის მიზნით 20 ავტობუსი გააჩერა წყარო : რადიო მარნეული #საჯაროტრანსფორტი #მარნეული #marneulidaily