იტალიაშიკორონავირუსის 18 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 505 პაციენტი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 505 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსს 70 900 ადამიანი ემსხვერპლა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას 2500-ზე მეტი პაციენტი გადის.