საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 235 ადამიანი, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.