ანაკლიის საკარანტინო სივრციდან კლინიკა „ბომონდში“ გადაყვანილ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ანაკლიის საკარანტინე სივრციდან “კლინიკა ბომონდში” გადმოყვანილ აფხაზეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან ცხელების ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება-38 კვირის ორსული, 22 წლის გოგონა. მისი თქმით, ექიმთან კონსულტაციაზე ბოლოს ორსულობის 20 კვირის ვადაზე იმყოფებოდა, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ კი ორსულმა ექიმთან ვიზიტზე მისვლა ვერ შეძლო.
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში თვითდინებით შესული ორი მოქალაქის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც ელოდებიან. მოქალაქეებმა კლინიკას ცხელებით საკუთარი სახლებიდან მიმართეს.
საეჭვო სამი პაციენტი კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
ამ დრომდე ცხელების ცენტრში გამოკვლეული პირებიდან კი ვირუსი არც ერთ პირს დაუდასტურდა.