კორონავირუსის გამო, „თბილისი ცენტრალის“ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიხურა
Tbilisi Daily
კორონავირუსის გამო, „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული ე.წ. ოქროს ბირჟა დღეიდან ორი კვირით დაიხურა. „თბილისი ცენტრალის“ დირექტორ ეთერ ყიფიანის განცხადებით, მიზეზი, ე.წ. კორონავირუსით ოქროს ბირჟის 5 ინფიცირებული თანამშრომელია.
„რაც ჩვენ ვიცით 5 თანამშრომელია ინფიცირებული. „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით გაჩერდება, დღიდან უკვე დაკეტილია. დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ვისაც რამე სიმპტომი ექნება, კორონავირუსზე ტესტირებას მიმართავს“,-განაცხადა ეთერ ყიფიანმა.