ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შესრულდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები შესრულდება. ფრენებს ავიაკომპანიები Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა; 15 ივლისი - ბარსელონა; 17 ივლისი - რომი; 22 ივლისი - პარიზი; 28 ივლისი - ათენი. როგორც მთავრობამ დააანონსა, ბილეთის ფასი 200 ევროზე მაღალი არ იქნება. ამ დრომდე ჩარტერულ რეისებს "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებდა, რომლის მიმართაც კრიტიკა ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასის გამო ისმოდა. ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ 5 რეისით საქართველოში დაბრუნდება, 14 დღის საკარანტინე სივრცეში გატარება მოუწევს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30709570.html #ახალი_ამბები #twitter