ჰქონდათ თუ არა თანხმლები დაავადებები გარდაცვლილებს?

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასულ 24 საათში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 62 წლის ქალია, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი). გარდაცვლილია 90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი. 54 წლის კაცი, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებული იყო, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკირნალობდა. დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება. 75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია. ერთ- ერთი გარდაცვლილია 81 წლის კაცი. ის მკურნალობდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. დიაგნოზი : პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია. 78 წლის პაციენტი, რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაცვალების დრო - 20.10.2020 დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; მეშვიდე გარდაცვლილი კი, 73 წლის ქალი იყო, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ჰქონდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, და თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში