დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

Tbilisi Daily

მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. 6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი;ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა;მომსახურე პერსონალი უზრუნველყავით ნიღბებით. მომსახურე პერსონალი გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან;გამცილებელმა/კონტროლიორმა მგზავრისთვის ბილეთის შემოწმება განახორციელოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისთვის ან სხვა პირისთვის (გარდა მგზავრისა) ბილეთის გადაცემა.