კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა საქართველოში 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულთან კონტაქტია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათირაოდენობა 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 ათას 627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 228. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ჩატარებული 897 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.