ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

Pirveliradio Ge

ისრაელში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს, კორონავირუსთან დაკავშირებით, ისრაელში კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან, აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, და კირიატ იარიმი. შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანის ღია სივრცეში. გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს შეადგენს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.