არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის სატელეფონო კავშირი ამოქმედდა  

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სატელეფონო სამსახური ამოქმედდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის 16 აგვისტოს მას მერე, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა.  წარსულში ისრაელში დარეკვისას ჩანაწერი არაბულ და ინგლისურ ენებზე იტყობინებოდა, რომ ისრაელის კოდით კავშირის დამყარება შეუძლებელი იყო. სატელეფონო კავშირის ინტერნეტით დამყარება შეიძლებოდა, მაგრამ ხშირად წყდებოდა.     ატელეფონო კავშირის დამყარება პირველი ნიშანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმებისა. მათ გამოაცხადეს 13 აგვიტოს, რომ ისინი ამყარებენ სრულ დიპლომატიურ კავშირს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რომელიც გულისხმობს, რომ ისრაელმა შეაჩეროს პალესტინელთა ტერიტორიის, ოკუპირებულიიორდანეს დასავლეთი ნაპირის ანექსიის სადავო გეგმა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30786555.html #ახალი_ამბები #twitter