თამარ კორძაია: ჩვენი ხედვით არის განვითარების 2 შესაძლებლობა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური განვითარების 2 შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ ორივე პერსპექტივა უკეთესი იქნება იმაზე, რომელშიც ახლა იმყოფება ქვეყანა: „ერთი არის, როდესაც ოპოზიცია ქმნის ხელისუფლებას კოალიციურად და მეორე არის, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ქმნის ხელისუფლებას კოალიციურად. ორივე უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ რადგან ოპოზიციურ ფლანგს წარმოვადგენთ, ჩვენთვის უმჯობესია და ვთვლით რომ ხელისუფლება სრულად უნდა შეიცვალოს ოღონდ კოალიციურად და ვთქვათ, ჩვენი ბლოკის, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანამშრომლობით ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა, ეს მაინც იმაზე უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ „დილის საუბრებში“. 15 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა საპარლამენტო ბლოკი, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი რესპუბლიკური პარტიაა. ბლოკში ასევე გაერთიანდნენ „სახელმწიფო ხალხისათვის", "პროგრესი და თავისუფლება" და „ევროპელი დემოკრატები“. მათ საერთო საარჩევნო სია აქვთ, ჰყავთ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. თამარ კორძაია საარჩევნო სიის მე-19 ნომერია. საპარალამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30875574.html #ახალი_ამბები #twitter