Co-working სივრცეები თბილისში

14
რაც დრო გადის ინტეგრირებული სამუშაო ოფისები სულ უფრო ხშირად გვხდება. მსგავსი სივრცეები, გარდა იმისა რომ სტანდარტულ ოფისებზე კომფორტულია, საერთო ინტერესების მქონე პირებს შორის ინფორმაციის გაცვლასაც უწყობს ხელს.
თუ გარემოს შეცვლა გსურს ან მუდმივად სახლიდან გიწევს მუშაობა, მაშინ შეარჩიე შენთვის კომფორტული სივრცე, რომელიც საშუალებას მოგცემს თავი დააღწიო ყოველდღიურ სტრესებს, იმუშაო კრეატიულ და კომფორტულ გარემოში.

Terminal

Terminal (ტერმინალი) არის ყველაზე დიდი სამუშაო სივრცე რეგიონში და თბილისის მასშტაბით ექვსი, ხოლო ბათუმში — ერთი ფილიალი აქვს. ტერმინალი არის ადგილი, სადაც თავს იყრიან პროფესიონალები, სხვადასხვა ტიპის კომპანიების წარმომადგენლები.
თბილისის მასშტაბით ტერმინალის ორი სივრცე ვაკეშია, ორი აღმაშენებლის გამზირზე და ერთ საბურთალოზე.
ტერმინალი მომხმარებლებს სთავაზობს შეხვედრების ოთახს (სადაც მინიმუმ 12 ადამიანი ეტევა), საკონფერენციო დარბაზს, პირად ოფისს (20 ადამიანზე მეტი ეტევა), ცალკეულ მაგიდას და ა.შ

Impact Hub Tbilisi

Impact Hub-ი არის ერთიანი სამუშაო სივრცე, რომელიც 20000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს 100-ზე მეტ ჰაბში მსოფლიოს გარშემო.
სამუშაო სივრცე 24/7 ღიაა და ისეა მოწყობილი, რომ მოსაწყენ ოფისებთან საერთო არაფერი აქვს: ნათელი, მცენარეებით სავსე, სამუშაო მაგიდებიტა და სამზარეულოთი, სადაც ყავა, ჩაი და სასმუსნაო ყოველთვის დაგხვდებათ.

KD4US

KD4US ალექსიძის 12-ში, KING DAVID-ის ბიზნეს ცენტრის მეორე სართულზეა განთავსებული. ის აერთიანებს 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს, 4 მინი-ოფისს, შეხვედრების ოთახებს 2, 4, 8, 12 კაცზე და ასევე საკონფერენციო დარბაზს 120 კაცზე.

Regus

Regus საერთაშორისო კომპანიაა. მას თბილისში ორი ოფისი აქვს: ლეონიძის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
„რეგუსის“ ქსელი მოიცავს 3000-მდე ბიზნეს ცენტრს მსოფლიოს 120 ქვეყნის და 900-მდე ქალაქში. მისი მომსახურებით ისეთი კომპანიები სარგებლობენ, როგორებიცაა Google, Microsoft, Linked In, Facebook, Amazon, Uber.
სერვის ოფისი სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწყობილი ოფისები, ბიზნეს „ლაუნჯი“ და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო – საკონფერენციო სივრცე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ კაფეში კლიენტებს შეუძლიათ შეუკვეთონ სენდვიჩი, ყავა, სხვადასხვა ტკბილეული, შოკოლადი. გარდა ამისა, აკეთებენ „ფურშეტებსა“ და „ლანჩ ბრეიქებს“ სხვადასხვა შეხვედრებისა თუ კონფერენციებისთვის.

Collider

Collider - სივრცე, რომელიც განსხვავებულ პროფესიებს, პროფესიონალებს, ინფორმაციებს, ტვინებს, ენერგიებს და უბრალოდ საინტერესო ადამიანებს აერთიანებს და სრულად შენზე მორგებულ, უნიკალური ტიპის საერთო სამუშაო კომუნას გთავაზობს.
კომპანია გვთავაზობს: 24/7-ზე წვდომას სივრცეზე, შეხვედრების უფასო ოთახს, სწრაფ Wi-Fi-ს, ულიმიტო პრინტერს/სკანერს, ბარი/ლაუნჯს & Game Room-ს და მწვანე ზონას.
გარდა საერთო სამუშაო სივრცისა, მუდმივად განახლებად რეჟიმში უფასოდ გვთავაზობენ საინტერესო მასტერკლასებს, ტრენინგებს, მითაფებს.
14