თბილისის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მრავალფუნქციური სივრცე, Left Bank-ი საზოგადოებას ღამით მუსიკალურ წვეულებებს, დღისით კი სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის დისკუსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობს.
სივრცე, რომელიც განთავსებულია არქიტექტურულად გამორჩეულ შენობაში, მიმზიდველი ხდება მისი მდებარეობის გამოც, რაც თავის მხრივ ქალაქის დეცენტრალიზაციის იდეაზე მიუთითებს.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ Left Bank-ი თავის ვებ-გვერდზე, სოციალურად და კულტურულად მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს ქართველ მკითხველს. (
ბმული)
მულტიფუნქციური სივრცის იდეა ოთხ მეგობარს ეკუთვნის, რომლებაც დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად 2020 წლის ოქტობერში აქციეს და გართობა და კულტურული განვითარება ერთმანეთს იდეალურად შეუთავსეს.
''სივრცის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იყოს ღია და გახსნილი ნებისმიერი საინტერესო პროცესის თუ მოვლენისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში და მის გარეთ მიმდინარეობს. მეტი დრო დაეთმოს როგორც მუსიკალურ ღონისძიებებს, ისე კინოჩვენებებსა თუ სხვადასხვა სახის დისკუსიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც სახელოვნებო თემატიკის ფორმატი, ასევე მოიაზრებდეს სოციალურად აქტუალურ თემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან ვცდილობთ, ვთარგმნოთ მნიშვნელოვანი ტექსტები, რომლებიც შემდეგ ჩვენს ბლოგზე თავსდება, რაც გარკვეულ სინთეზს ქმნის მუსიკალურ ტერიტორიასა და ინტელექტუალურ ველს შორის."- Left Bank-ის თანადამფუძნებელი Hammock Magazine-ის ინტერვიუში.