გარდაიცვალა მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ისრაელში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეუღლემ გაავრცელა „ფეისბუკზე“.
ზურაბ დოიჯაშვილი რამდენიმე 25-ზე მეტი წლის განმავლობაში წერდა სიმღერებს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი სიმღერა დაწერა და შეასრულა. პირველად ქართველმა მსმენელმა ის გაიცნო სიმღერით „სად არ ვიყავ, სად არ არა“, რომელსაც გოგი დოლიძე ასრულებდა. თავად მიაჩნდა, რომ მისი „სავიზიტო ბარათი“ 1986 წლის „მელიქიშვილის გამზირი“ იყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31102036.html
#ახალი_ამბები
#twitter