თალიბანი მოუწოდებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს განაგრძოს სამშვიდობო შეთანხმების რეალიზების პროცესი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თალიბანი მოუწოდებს ჯო ბაიდენს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომ განაგრძოს ექსტრემისტულ დაჯგუფებასა და აშშ-ს შორის თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების რეალიზების პროცესი. თალიბანი ამ შეთანხმების შესრულებას მიიჩნევს ავღანეთში მშვიდობის დამყარების „ყველაზე გონივრულ და ეფექტიან მეთოდად“ და აცხადებს, რომ ერთგული რჩება ნაკისრი ვალდებულებებისა. ამის შესახებ ნათქვამია თალიბანის 10 ნოემბრის განცხადებაში. მაგრამ ერთი დღით ადრე ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ სარვარ დანეშმა სწორედ მეამბოხეების დადანაშაულება იმაში, რომ არ ჩანს წინსვლა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე შიდავაღანური სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში. მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმებისა, ავღანეთის უშიშროების ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმების რიცხვი ბოლო სამ თვეში თითქმის ნახევრით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან თალიბანმა დაიწყო უპრეცედენტო სამშვიდობო მოლაპარაკება, - ამის თაობაზე ნოემბის დასაწყისში განცხადება გააკეთა აშშ-ის მთავრობის სამეთვალყურეო სამსახურმა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმება უძლური იყო შეეჩერებინა ძალადობა, რადგან თალიბები თავს ესხმოდნენ დედაქალაქში სხვაგან უშიშროების და სხვა ობიექტებს. ავღანეთის აღდგენის საგანგებო გენერალური ინსპექტორი (SIGAR) იტყობინება სამოქალაქო მოსახლეობაში 2561 დაზარალებულის, მათგან 876 დაღუპულის შესახებ, რაც 43 პროცენტით მეტი მეტია, ვიდრე აპრილიდან ივნისამდე პერიოდში. „თალიბანი თავის ძალადობას ანაწილებს (ავღანეთის მთავრობისა და უშიშროების ძალებისთვის) ძირის გამოსათხრელად, მაგრამ რჩება ამ მხრივ იმ დონეზე, რაც (აშშ-ის და თალიბანის) შეთანხმებითაა დასაშვები“, მოჰყავს SIGAR-ს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სიტყვები. https://www.radiotavisupleba.ge/a/30940628.html #ახალი_ამბები #twitter