სამეგრელო-ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა.

Zugdidi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა. სამეგრელო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. უამრავ საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას შეხვდებით ამ მხარეში მოგზაურობისას. ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი (XV-XVI სს) ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მან­ცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი. რუხის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიან მარუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. ~ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.) ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან, ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო. თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო. მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია(საჩიქოვანო). სოფლის ცენტრთან, ძველ სასაფლაოსთან მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნეში ( სხვა ვერსიით გვიან შუა საუკუნეებში ) აშენებული სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტები , რომელშიც მსახურობდა მღვდელი ესტატე ბენდელიანი. ეკლესია წმინდა გიორგის სახელის ყოფილა და ჩიქოვანების გვარს უკავშირდებოდა. დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობის შემდეგ გადაწყდა აშენებულიყო ახალი წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. #ზუგდიდი #სამეგრელო #კულტურიმემკვიდრეობა #მუხური #წალენჯიხა #რუხისციხე #zugdididaily